“მივესალმები ნებისმიერ გზას, რომელიც მიიყვანს ოპოზიციას ვადამდელ არჩევნებამდე. აქედან იწყება უკვე კითხვები, რა გზას უნდა დაადგეს ოპოზიცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იკრიბებიან და გულახდილად, გულწრფელად მსჯელობენ, რა შეიძლება იყოს უკეთესი. მე როგორც რიგითი მოქალაქე, რომელსაც გამოცდილება გამაჩნია, ვერ ვხედავ ბოიკოტის შედეგს. გამიხარდება, თუ ისინი კარგად გათვლიან და მიიტანენ ბოლომდე. თუ 100 % არ თანხმდება, ბოიკოტი კურიოზად იქცევა ხოლმე და ამის მაგალითია 2008 წლის ბოიკოტი, როდესაც ჩემი პარტიის მანდატები და ამან არაფერი არ მოიტანა.”
პაატა ზაქარეიშვილი – პოლიტოლოგი
ფორმულა
შეგახსენებთ, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. არჩევნების დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა და აქტიივსტებმა რუსტაველზე აქცია გამართეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.