ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა კვლავ გადაიდო

საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა პირველი ნოემბრით, გარკვეული პერიოდით გადაიდო.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ,
თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა პირველი ნოემბრით, გარკვეული პერიოდით გადაიდო.

ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი.

თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება“, – აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

იტვირთბა....