მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდნენ პრემიერი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
ამასთან, კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და კახა ოქრიაშვილი.