ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ნათია თურნავა თავს კარგად გრძნობს.
„კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა პრემიერი გიორგი გახარიაც.