ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელი მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური 16 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ამასთან, მეორე ტური გაიმართება თბილისის ყველა ოლქში.

მ მაჟორიტარულ ოლქებში პირველი ტურით გაიმარჯვა 14-მა კანდიდატმა, ყველა მათგანი მმართველ პარტიას წარმოადგენს.

რაც შეეხება დარჩენილ 16 უბანს, მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს შედეგების თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით “ქართული ოცნება” გავიდა. უწყების ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პარტია შევა.  ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

იტვირთბა....