ექვს მაჟორიტარულ ოლქშ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, რუსთავში და თელავში, არჩევნების მეორე ტური იქნება. საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება კვლავ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის მოუწევს.
ბათუმი – რესან კონცელიძე “ქართული ოცნება” – 40,97%, “ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია” ლევან ვარშალომიძე -37,3 %; ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი “ქართული ოცნება” -47,91%, მალხაზ ჯალაღონია “ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია”- 36,95%; ქუთაისი – ზაზა ლომინაძე “ქართული ოცნება” -42,16,% გრიგოლ ვაშაძე “ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია” – 34,72%; ხაშური – ზაალ დუგლაძე “ქართული ოცნება” – 49,34%, ნატო ჩხეიძე “ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია” -29,62%; რუსთავი – ნინო ლაცაბიძე “ქართული ოცნება” -47,37%, დავით კირკიტაძე “ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია”-32,6%; თელავი – ირაკლი ქადაგიშვილი “ქართული ოცნება” -47,26%, – გიორგი ბოტკოველი “ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია”- 40,43%/
ცნობისათვის, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.