ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა – სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აჭარის ა/რ-ის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამინისტროს ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძე თავს კარგად გრძნობს. ის ბინაზე მკურნალობს.

“კორონავირუსზე ტესტი პირველივე სიმპტომის შენიშნვისას გაიკეთა. კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა.იზოლაციაში არიან მინისტრის ოჯახის წევრები, რომლებსაც კორონავირუსი არ აქვთ. რაც შეეხება სამინისტროს, ყველა მკაცრად იცავს წესებს“ – განაცხადეს უწყებაში.

იტვირთბა....