ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კოვიდ-19-ის სიმპტომი, რომელიც კანის დაავადების სახით ვლინდება – ახალი კვლევა

კორონავირუსის ახალი სიმპტომი ხელისა და ფეხის კიდურებზე გამონაყარის სახით ვლინდება. ამის ამსახველ ფოტოებს გამოცემა Huffington Post აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, მკვლევარებმა კორონავირუსით ინფიცირებული 12 ათასი ადამიანის მონაცემები მოიძიეს, რომლებსაც კიდურებზე, კოვიდ-19-ის სიმპტომის სახით, დერმატოლოგიური ცვლილებები აღენიშნებოდათ. პაციენტები აღნიშნავენ, რომ გამონაყარი ან წყლულის მაგვარი სიმპტომები, როგორც წესი ქავილს  არ იწვევს.

British Journal of Dermatology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კავშირი კანის დაავადებასა და კორონავირუსს შორის, ბავშვებშიც ხშირად აღინიშნება. ამასთან, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამგვარი სიმპტომის ძირითადი მიზეზი შესაძლოა ენდოთელიუმის დაზიანება გახდეს. ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში, გამონაყარი, საშუალოდ, 15 დღის განმავლობაში ნარჩუნდება.

იტვირთბა....