ამ წუთებში, პარლამენტის შენობის ეზოში პოლიციის არაერთი ჯგუფია მობილიზებული. თუ რომელ ქვედანაყოფებია, უცნობია. ამის შესახებ TV პირველი იუწყება.
ტელეკომპანიის ცნობით, ასევე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან, სადაც რამდენიმე წუთის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა.
ცნობისათვის, აქციის მონაწილეები, რომლებიც პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, რეზიდენციასთან მივიდნენ და პოლიციის კორდონი გაარღვიეს, უკვე დაბრუნდნენ თავისუფლების მოედანზე.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციის მონაწილეები არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და ახალი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.