ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ამომრჩეველთა ხმების 95% დათვლილია – როგორია პარტიების რეიტინგი ცესკოს განახლებული ინფორაციის მიხედვით

ამ დროისთვის ამომრჩეველთა ხმების დაახლოიებით 95%.-ია დათვლილი. ამის სესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვეგ-გვერდზე ცოტახნის წინ განაახლა.

შედეგები ასე გამოიყურება:

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48,12%;

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 26,94%;

„ევროპული საქართველო“ – 3.79%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,18%;

„ლელო“ – 3,19%;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%;

„გირჩი“ – 2,95%;

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,34%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

ცესკოს სპიკერის ცნობით კი დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა. 

ცესკოს დღევანდელი შედეგების თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით “ქართული ოცნება” გავიდა. უწყების ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პარტია შევა. თუმცა, აღნიშნული შედეგით უკმაყოფილებას ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ და ცენტრალური საარჩევნოს კომისის მიმართ უარყოფით შეფასებებს აკეთებენ, რაზეც ცესკოს თავჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია. 

იტვირთბა....