ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ” – გიორგი ვაშაძე

“არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ,” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრაზე მისულმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოიქცევა ისე, როგორც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან.

„ლეგიტიმაციის პრობლემა, რა თქმა უნდა, აქვს ამ არჩევნებს. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! – მასობრივი მოსყიდვა, მასობრივი ძალადობა, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მორჩეს უბანთან ადამიანების ხროვად მისვლა, რომლებიც უბრალოდ ფსიქოლოგიურ, მენტალურ ზემოქმედებას, ძალადობას ახდენენ მოქალაქეებზე. ჩემი აზრით, ჩვენ არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ. ჩვენ ყოველთვის ოპოზიციის ერთობას ვუჭერთ მხარს ბოლომდე, ამიტომ მოვედი აქ, რომ გავიაროთ ყველამ ერთად სამოქმედო გეგმა. ის, რომ ეს არ არის ადეკვატური პროცესი და ეს არ არის დემოკრატიული პროცესი, ფაქტია, ამიტომ წინასწარ არ გავაკეთებ განცხადებას, მინდა მოვუსმინო ჩემს ოპოზიციურ კოლეგებსაც. მე ჩემი ხედვები მაქვს, რა უნდა გავაკეთოთ, გეგმა ყოველთვის გვაქვს და ამ გეგმას აუცილებლად შევთავაზებ ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებს. პირდაპირ გეუბნებით, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ოპოზიციებს ურტყამდნენ და მათ შორის ჩვენც თავს გვესხმოდნენ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა იმ შედეგების, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. ამიტომ, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ თვითონ ვერაფერს ვერ მოიმკის, როცა სხვას ესხმის თავს,” – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის,  “ლეიბორისტული პარიის” ოფისში ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა. 

ცესკოს დღევანდელი შედეგების თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით “ქართული ოცნება” გავიდა. უწყების ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პარტია შევა. თუმცა, აღნიშნული შედეგით უკმაყოფილებას ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ და ცენტრალური საარჩევნოს კომისის მიმართ უარყოფით შეფასებებს აკეთებენ, რაზეც ცესკოს თავჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია.

იტვირთბა....