ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ამომრჩეველთა ხმების 90.56% დათვლილია – როგორია პარტიების რეიტინგი ცესკოს განახლებული ინფორაციის მიხედვით

ამ დროისთვის ამომრჩეველთა ხმების 90.56%-ია დათვლილი. – ამის შესახებ ინფორმაცია ცესკოს ვებ-გვერდზე ახლახანს განახლდა.

 

შედეგები ასე გამოიყურება:

“ქართული ოცნება” – 48.13%

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია” – 26.8%

“ევროპული საქართველო” – 3.78%

“პატრიოტთა ალიანსი” – 3.2%

“ლელო” – 3.22%

“სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15%

“გირჩი” – 3.01%

“მოქალაქეები” – 1.36%

“ლეიბორისტული პარტია” – 1%

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა. 

ცესკოს დღევანდელი შედეგების თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით “ქართული ოცნება” გავიდა. უწყების ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პარტია შევა. თუმცა, აღნიშნული შედეგით უკმაყოფილებას ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ და ცენტრალური საარჩევნოს კომისის მიმართ უარყოფით შეფასებებს აკეთებენ, რაზეც ცესკოს თავჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია. 

იტვირთბა....