ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე 1%-იანი პარტია საკუთარ მანდატზე უარს იტყვის? – რას ამბობს კონსტიტუციონალისტი

„თუ რომელიმე პოლიტიკოსი საკუთარ მანდატზე უარს იტყვის, მაშინ მის ნაცვლად მანდატი მეორე ნომერს შეხვდება,” – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებს.

კონსტიტუციონალისტი ინტერნეტ გამოცემასთან აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი 150 დეპუტატის ნაცვლად, 149 პოლიტიკოსით დაკომპლექტდება.

“თუ რომელიმე პოლიტიკოსი საკუთარ მანდატზე უარს იტყვის, მაშინ მის ნაცვლად მანდატი მეორე ნომერს შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ სიაში მყოფმა ყველა პირმა, მანდატზე უარი თქვეს და პარტიამ სია გააუქმა, ასეთ შემთხვევაში, პარლამენტში 150-ის ნაცვლად, 149 წევრი იქნება.

ამ მანდატის ვინმე სხვისთვის მიცემა არ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარული სიით არჩეულმა დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა, იმ ოლქში შუალედური არჩევნები დაინიაშნება“, – განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა. 

ცესკოს დღევანდელი შედეგების თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით “ქართული ოცნება” გავიდა. უწყების ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პარტია შევა. თუმცა, აღნიშნული შედეგით უკმაყოფილებას ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ და ცენტრალური საარჩევნოს კომისის მიმართ უარყოფით შეფასებებს აკეთებენ, რაზეც ცესკოს თავჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია. 

იტვირთბა....