ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოპოციზიამ კონკრეტულ ოლქებში დესტრუქციის შემოტანა სცადა, მიუხედავად ამისა, წლევანდელი არჩევნები იყო მოწოდების სიმაღლეზე” – კახი კალაძე

“გვახსოვს ჩვენ, როგორი დაძაბული სიტუაცია იყო, წინასწარ ინფორმაცია გვქონდა მიღებული, ოპოზიციის შტაბებიდან, რომ ისინი აპირებდნენ გარკვეული დესტრუქციის შემოტანას კონკრეტულ ოლქებში,” – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ ჟურნალისტის კითხვას არჩევნებში დარღვევებთან დაკავშირებით.

“შედარება არ შეიძლება 2016 წლის არჩევნებთან. გვახსოვს ჩვენ, როგორი დაძაბული სიტუაცია იყო, რამდენი დაპირისპირება იყო. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ინფორმაცია გვქონდა მიღებული, ოპოზიციის შტაბებიდან, რომ ისინი აპირებდნენ გარკვეული დესტრუქციის შემოტანას კონკრეტულ ოლქებში, კონკრეტულ ქალაქებში და ფაქტიურად ჰქონდათ ამის მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდათ. იმიტომ, რომ ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი მხარდამჭერები, მაქსიმალურად ყველა გაფრთხილებული იყო, რომ ამ პროვოკაციებს არ უნდა აჰყოლოდნენ. შესაბამისად, ყველაფერი შედარებითია. 2016 წელს გაცილებით უფრო მეტი პრობლემები იყო. ამ თვალსაზრისით, წლევანდელი არჩევნები, თუ შედარებას გავაკეთებთ, იყო მოწოდების სიმაღლეზე.” – განაცხადა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა. 

ცესკოს დღევანდელი შედეგების თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით “ქართული ოცნება” გავიდა. უწყების ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პარტია შევა. თუმცა, აღნიშნული შედეგით უკმაყოფილებას ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ და ცენტრალური საარჩევნოს კომისის მიმართ უარყოფით შეფასებებს აკეთებენ, რაზეც ცესკოს თავჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია. 

 

იტვირთბა....