ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თუ ახლა ივანიშვილს პასუხი არ გავეცით, საქართველო, როგორც ქვეყანა, წყვეტს არსებობას” – სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს თავისუფალი საქართველოსა და არჩევნების შედეგებისათვის სამართლიანი ბრძოლისკენ მოუწოდა.

აღნიშნული მოწოდება მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

“ივანიშვილს აწყობს ეს ნარატივი – ქართველი ხალხი გაიყიდა, აიღეს 50 ლარიანები და როგორც ყოველთვის ხმა მისცეს და გაყიდე თავისი მომავალი. მაგრამ ეს ასე არ არის, ქართველმა ხალხმა გუშინ აბსოლუტური უმრავლესობით უთხრა უარი ივანიშვილს მერე ივანიშივლმა აიღო და უბრალოდ, ბანალურად მოიპარა თქვენი გამარჯვება, გადაწერა ოქმები. მე მინდა ვუთხრა ქართველ ახალგაზრობას, საერთოდ არაფერი არ მინდა ჩემთვის, თქვენ თავისუფალ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება თუ აღარ გინდათ საქართველო იყოს თქვენი სამშობლო? თუ ახლა ამ კითხვას პასუხი არ გავეცით, თუ ახლა ივანიშვილს პასუხი არ გავეცით, მთელი სიმკაცრით საქართველო როგორც ქვეყანა და თქვენი სამშობლო წყვეტს არსებობას.”

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა. 

ცესკოს დღევანდელი შედეგების თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით “ქართული ოცნება” გავიდა. უწყების ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პარტია შევა. თუმცა, აღნიშნული შედეგით უკმაყოფილებას ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ და ცენტრალური საარჩევნოს კომისის მიმართ უარყოფით შეფასებებს აკეთებენ, რაზეც ცესკოს თავჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია. 

იტვირთბა....