ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ფოტო) “ესაა პირველი უბანი, რომელიც ცესკოს საიტზე იტვირთება” – ელენე ხოშტარია გაყალბებული ოქმების ფოტოებს აქვეყნებს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია  საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხოშტარია საკუთარ “ფეისბუქ” პოსტში აღნიშნავს არჩევნები გაყალბებულია და მტკიცებულების სახით ფოტო მასალას აქვეყნებს.

ამასთან, როგორ ხოშტარია სოციალურ ქსელში აღნიშნავს, “ქართული ოცნება” ამ გზით ცდილობს ხალხში იმის განცდა გააჩინოს, რომ არჩევნებს იგებს, ამისთვის კი ცესკოს იყენებს.

“მაშინ, როდესაც ბევრ სხვა უბანზე ხმათა უმრავლესობით ვიგებთ და დათვლილ მონაცემებს გვაწვდიან, ესაა პირველი უბანი, რომელიც ცესკოს საიტზე იტვირთება – გაყალბებული ოქმები, სადაც შესწორების ფურცლის ატვირთვამდე ნოდარ ტურძელაძეს 41 ხმა უწერია, ჩვენ კი 1, როცა ზუსტად ვიცით, რომ ამ უბანზე ბევრად უფრო მეტი მხარდამჭერი გვყავდა. არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას. თითოეული ხმისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ”,  – წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა. 

ცესკოს დღევანდელი შედეგების თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით “ქართული ოცნება” გავიდა. უწყების ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პარტია შევა. თუმცა, აღნიშნული შედეგით უკმაყოფილებას ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ და ცენტრალური საარჩევნოს კომისის მიმართ უარყოფით შეფასებებს აკეთებენ, რაზეც ცესკოს თავჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია. 

იტვირთბა....