ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართელოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართელოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 532 თბილისში, 369 – აჭარაში, ხოლო 392 – იმერეთში დადასტურდა.  – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვირიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ბოლო 24 საათში თბილისში 10 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში – 7, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1.

ამასთან, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იუწყება, ამ ეტაპზე,  აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის  15 262. 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 046, აჭარაში – 696. მძიმე პაციენტი – 503,  თბილისში – 228, აჭარაში – 83.

აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 223 პირი  თბილისში – 96, აჭარაში – 77. 2 204 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 068 – აჭარაში, ხოლო 826 – თბილისში. 8 870 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 007 ადამიანი,  თბილისში – 569, აჭარაში-1 430.

სულ  6-31 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 10 748 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29565 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 018 ადამიანი, აჭარაში – 12 748, იმერეთში – 3 927.

ცნობისთვის, პირველი  ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 40 727 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 25 104 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 15 262 აქტიური შემთხვევაა, 31 ოქტომბერს ეს რიცხვი 15 912 იყო.

იტვირთბა....