ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,200,405 ადამაინი ემსხვერპლა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 46,394,214-ს შეადგენს. – აღნიშნულ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უნივერსიტეტის ბოლო მონაცემების მიხედვით, ინფიცირებულთა მაჩვენებლით ისევ შეერთებული შტატები ლიდერობს. ამავე კვლევის თანახმად, აშშ-ში კორონავირუსის 9,4 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, აღნიშნული უნივერსიტეტის კველივი მიხედვით, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 8,1 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია – 5,5 მილიონი კოვიდინფიცირებული.

მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,200,405 ადამაინი ემსხვერპლა.

 

იტვირთბა....