ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოპოზიცია თავის არჩევანს ქუჩაში დაიცავს” – დავით ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, ნიკა მელიას შტაბში განაცხადა, რომ ოპოზიცია თავის არჩევანს ქუჩაში დაიცავს. – აღნშნული განცხადბით ბერძენიშვილმა 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია დაანოსა.

ამასთან, წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგები არალეგიტიმურია.

ხელისუფალი, რომელიც იტაცებს არჩევნებს, ის ხელისუფალი ამ ქვეყანაში ვეღარ ხელისუფლობს. არის პერიოდები, როდესაც ჩვეულებრივ, ათწლეულში ერთხელ განსაკუთრებით უხამსი ქმედებები ხელისუფლებისა ჩვენი ამომრჩევლის მიერ, საზოგადოების მიერ არის დასჯილი. ამ პანდემიაში ორ მილიონამდე ჩვენმა ამომრჩეველმა დისტანციის დაცვით, ჩვენმა ემიგრანტებმა, ასობით კილომეტრი რომ გაიარეს, ფინანსური შეჭირვების მიუხედავად, ამ ხელისუფლებას უთანასწორო ბრძოლაში უთხრეს – არა. ჩვენ დავამარცხეთ ეს ხელისუფლება და ხელისუფლებამ დაგვიპირა არჩევნების წაგლეჯა. ეს არის მიუღებელი.

ამას ჩვენ არ შევეგუებით, ამას ჩვენ არ შევეგუეთ არც 2003-ში, ამას ჩვენ არ შევეგუეთ არც ბათუმში 2004-ში, ამას არ შეეგუება საქართველო. ვერც ერთი ხელისუფალი, რომელიც არჩევნებს წააგებს, ასობით ათასი ხმით წააგებს და დააპირებს ამ არჩევნებში დამარცხების გამარჯვებად გამოცხადებას, ეს ხელისუფალი ვერ დარჩება. იმიტომ, რომ მხდალი ხელისუფლება, კორონა მოშიში ივანიშვილი როგორ მოერევა უშიშარ ქართველ ამომრჩეველს, ამიტომ, ხვალ, 4 საათზე. ისევ იქ ვართ, ამ ათეული წლების განმავლობაში. უნდა დავამთავროთ ეს პოსტსაბჭოურობა, უნდა დავამთავროთ არჩევნების პოსტსაარჩევნო პერიოდის დაცვა, მაგრამ გვაიძულებს, გვერეკება ქუჩაში და ქუჩით დავიცავთ ჩვენ ჩვენი არჩევანის შედეგს. ახალი არჩევნები, სადაც ივანიშვილის პარტია საერთოდ ვეღარ იქნება კონკურენტუნარიანი.”- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა. 

ცესკოს დღევანდელი შედეგების თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით “ქართული ოცნება” გავიდა. უწყების ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პარტია შევა. თუმცა, აღნიშნული შედეგით უკმაყოფილებას ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ და ცენტრალური საარჩევნოს კომისის მიმართ უარყოფით შეფასებებს აკეთებენ, რაზეც ცესკოს თავჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია. 

 

 

იტვირთბა....