ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„არასერიოზული შეფასებებია, თითქოს ცესკო გზაში რაღაცას ცვლის, ეს საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასებაა” – თამარ ჟვანია

“შეფასებები, თითქოსდა ცესკო რაღაცას არასწორად აკეთებს, აბსოლუტურად მცდარი და საფუძველს მოკლებულია,” – აღნიშნული განცხადება ცესკოს თავჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ოპოზიციის მხრიდან  საარჩევნო კომისიის დარღვევბზე საუბრის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ცესკო-ს მონაცემები ზუსტია, რაც საერთაშორისო დასკვნებით და შეფასებებითაც მტკიცდება.

ამასთან, თამარ ჟვანიამ საზოგადოებას მოუწოდა და განმარტა, რომ ცესკო ემსახურება პირველ რიგში ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს.

„კიდევ ერთხელ მინდა ყველა ჩართულ მხარეს მივმართო, ყველა ის შეფასება, რომელიც თითქოსდა იმგვარია, რომ ცესკო რაღაცას არასწორად აკეთებს, აბსოლუტურად მცდარი და საფუძველს მოკლებულია. ცესკო-მ რამდენიმე ათეული წელია დაამტკიცა, რომ მის მიერ დათვლილი შედეგები ზუსტია. ეს მტკიცდება, როგორც საერთაშორისო დასკვნებით და შეფასებებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დათვლის შედეგებით. ამავდროულად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, საუბნო შემაჯამებელი ოქმები, რომელიც საარჩევნო უბნებში დგება, ამ ოქმებს აკვირდება პოლიტიკური პარტიის 80 ათასზე მეტი წარმომადგენელი, 47 ათასზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი, 6 ათასამდე მედიის წარმომადგენელი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები. უფრო მეტიც, არიან კომისიის წევრებიც.

„არასერიოზული შეფასებებია, თითქოს გზაში რაღაცას ცვლის, ეს აბსოლუტური აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასებაა, რომელიც დიდი ხანია განვითარებული საქართველოს ისტორიიდან არის წაშლილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ცესკო ემსახურება პირველ რიგში ხალხს და არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს“, – განაცხადა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა. 

ცესკოს დღევანდელი შედეგების თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით “ქართული ოცნება” გავიდა. უწყების ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პარტია შევა. თუმცა, აღნიშნული შედეგით უკმაყოფილებას ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ და ცენტრალური საარჩევნოს კომისის მიმართ უარყოფით შეფასებებს აკეთებენ, რაზეც ცესკოს თავჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია. 

იტვირთბა....