ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) “გამოლენჩებულები” – გვარამია ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს

“გამოლენჩებულები” – ასე საყვედურობს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ოპოზიციის ლიდერებს.

“ეს ტელევიზია არჩევნებს ვერ მოიგებს, თუ თქვენ გძინავთ, უკაცრავად და ბუზებს ითვლით საკუთარ ოფისებში, და დაელოდებით თქვენი გამოლენჩებული კომისიის წევრები რას დაითვლიან, ან ვერ დაითვლიან, ასე არჩევნები ამ ქვეყანაში არავის მოუგია“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

იხ: ვიდეო

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა.

იტვირთბა....