ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ახლა ვიძახოთ გაყალბებული არჩევნები, ოლიგარქი, რუსი ივანიშვილი სათავეში მაინც დარჩა!“- თაკო ჩარკვიანი

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი თაკო ჩარკვიანი გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მეტრონომი” ჩარკვიანის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი :მირეკავენ და მილოცავენ პარლამენტში შესვლას- მადლობთ მეგობრებო , მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი მიზანი ანუ დეპუტატობა , მადლობა ვინც ხმები მოგვცა. ცუდი და კატასტროფა ის არის, რომ ხელისუფლება ანუ ოცნება დარჩა , დიახ ალბათ უფრო მეტად დაფიქრდება “მავანი” და ფსევდო ოპოზიციასაც უკეთ დაინახავს , ნაადრევი ზეიმიც ცოტა არასწორია და პრემიერი ამ ეტაპზე სააკაშვილი არ იქნება თქო რომ დავწერე, ამ ეტაპზე ამ პოლიტიკურ რეალობაში მეთქი , ბევრს არ ესიამოვნა ვერ გაიგეს რატომ ვთქვი , ა ბატონო როგორც ვთქვი ისეა ( თავად თქვა ადამიანმა რეალობაა ამ ეტაპზე ასეა) სათავეში რუსი ოლიგარქია და აქ კი ერთმანეთს ჯიჯგნის პოლიტიკური სპექტრი, გამოტენილია “ფსევდო ტიპებით” და თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდა ოდნავ განსხვავებული ხედვით “ ჩაქოლვა” არ ასცდება, ჰო და …ა ბატონო , ახლა ვიძახოთ “გაყალბებული არჩევნები”, დიახ გაყალბებულია და შუქიც ჩააქვრეს უბნებზე და ბიულეტენებსაც იპარავდნენ და საჩივრებიც და ვიდეო კადრებიც არის, კი ბატონო ასეა უდავოდ და მაინც ოლიგარქი რუსი ივანიშვილი დარჩა!!!!!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა.

იტვირთბა....