ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ახალ პარლამენტში 9 პარტია შედის

მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური გაერთიანება იქნება წარმოდგენილი. – ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1085 უბანზე დათვლილი ხმების მიხედვით წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

ცეესკოს მონაცემებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პატრიებმა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა და პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება.

„ქართული ოცნება“ 49.32%

„ნაციონალური მოძრაობა – გაერთანებული ოპოზიცია“ – 25.94%

„ევროპული საქართველო“ – 3.77%

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.26%

„ლელო“ – 3.16%

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.1%

„გირჩი“ – 2. 87%

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ 1. 34%

„ლეიბორისტული პარტია“ – 1.03%

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა. 

იტვირთბა....