ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სააკაშვილის ეს განცხადება არჩევნებში დამარცხების ირიბი აღიარებაა” – საყვარელიძე

„მიხეილ სააკაშვილს კარგი იუმორის გრძნობა აქვს და არ უყვარს დროის დაკარგვა. დღეს, არჩევნების შემდეგ, როცა სავარაუდო სურათი გაირკვა, მან გამოაცხადა, რომ არ სურს პრემიერობა, რადგან ეს სიტუაცია მას უკვე ამ კანდიდატურას აღარ სთავაზობს”, – ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურიდან საკუთარი თავის მოხსნის შესახებ.

საყვარელიძე „რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ სააკაშვილმა დამარცხება პირდაპირ არ აღიარა.

„წაგების აღიარება პირდაპირი არ არის, მაგრამ თუ მის მიმართ ვინმეს რაიმე პრეტენზია გაუჩნდა, თუნდაც უკრაინაში, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და ა.შ., მას პასუხი ხომ უნდა ჰქონდეს? და გასცემს კიდეც პასუხს – რომ მე უარი ვთქვი პრემიერ-მინისტრობაზე. რაც მთავარია, სათქმელი ექნება. და ვაშაძეს არ უთქვამს არაფერი პრემიერობაზე?,”- ამბობს საყვარელიძე.

ექსპერტის თქმით, დღევანდელი სურათით, ვისაც არ უნდა სურდეს პრემიერ-მინისტრობა სამწუხაროდ, ვერც ვაშაძე და ვერც ვინმე სხვა ვერ დაასახელებს თავის კანდიდატურას, რადგან ამ შემთხვევაში მისმა პარტიამ უნდა გაიმარჯვოს.

„სამწუხაროდ ვერც ვაშაძე და ვერც ვინმე სხვა ვერ დაასახელებს თავს პრემიერ-მინისტრად, რადგან ამ შემთხვევაში მისმა პარტიამ უნდა გაიმარჯვოს. მთელი კომიზმი პრემიერობის კანდიდატების პარადისა იყო კითხვა – ჰქონდათ თუ არა გამარჯვების შანსი და პასუხი თავად იცოდნენ, თუმცა მაინც იძახდნენ – პრემიერი უნდა ვიყოო. ასე მეც შემეძლო დაძახება, რომ პრემიერობას ვაპირებ,” – ამბობს რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” საუბრისას.

გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ხსნის თავის კანდიდატურას.

“მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში, მაგრამ მე სად ვიქნები ფიზიკურად, ჩემი ქვეყნის სამსახურში, ამას გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: რეზონანსი

იტვირთბა....