ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეგზიტპოლები უნდა ავკრძალოთ! – უკეთეს შედეგს ველოდებოდი” – გიორგი ვაშაძე

“ეგზიტპოლების გაცილებით უკეთეს შედეგს ველოდებოდი”, – ამის შესახებ განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

“სრული ქაოსია ეგზიტპოლების კუთხით, აბსოლუტური აურზაურია ქვეყანაში. ამიტომ, მოდით ახლა დავდგეთ საარჩევნო უბნებზე და დავიცვათ ჩვენი ხმები, დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით სხვა შედეგები იქნება საარჩევნო უბნებზე და ეს დღე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეგზიტპოლები უნდა ავკრძალოთ… მე დარწმუნებული ვარ რომ ოპოზიციამ საერთო ჯამში გაიმარჯვა, ეს იყო მოთხოვნა. ჩვენც ველოდებით გაცილებით უკეთეს შედეგებს”, – აცხადებს  გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, დრეს საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით  არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა. 

იტვირთბა....