ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმედის ეგზიტპოლი კი, კობახიძემ დაწერა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ” – ექსპერტი

ექსპერტი, ნოდარ ხარშილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ იმედის ეგზიტპოლი, კობახიძემ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაწერა.

აღნიშნულ პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“ეგზიტპოლების შედეგები ჯერ კიდევ დაკორექტირდება, ედისონის იმიტომ, რომ ნახევარმა პასუხზე უარი განაცხადა და ეს იშვიათად არის ხელისუფლების ხმა. იმედის ეგზიტპოლი კი, კობახიძემ დაწერა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ.
ასევე არ იქნება სანდო ცესკოს პირველი განცხადება, 2016 წლის მსგავსად ოცნებისთვის ხელსაყრელ შედეგს გამოაცხადებენ და შემდეგ მოაკლდება. მაშინ 53% გამოაცხადეს და საბოლოოდ 48%-ზე ქვემოთ დავიდა.
შესაბამისად, მთავარი კითხვაა შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხმების დაცვას და რა დარღვევებზე არის წამსვლელი ქართული ოცნება. გარდა ციფრებისა არსებობს გარე ლეგიტიმაციაც, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის ქართული ოცნების წევრების კეთილდღეობაც. მიუხედავად ნაადრევი ზეიმისა დიდი ალბათობით ქართული ოცნება ამ შედეგებით ვერ დააკომპლექტებს ხელისუფლებას. რაც შეეხება ოპოზიციას რამდენად იდგებიან ერთად, ახლა ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული.
p.s
ირაკლი კობახიძემ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 53% დაანონსა 15% ცდომილებით და საბოლოოდ 38% გამოვიდა. ვნახოთ ახლა თუ მოხსნა რეკორდი”, – წერს ხარშილაძე.

იტვირთბა....