„ცოტა ხნის წინ, საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა“, – ამის შესახებ განცხადებას თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში ვითარებას სწავლობენ.
„სავარაუდოდ კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა“. – აცხადებენ ტელევიზიაში.