ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტები „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება. „იმედის“ ჟურნალისტები გვარამიას სიცრუესა და უზრდელობაში ადანაშაულებენ.
„ნიკა გვარამია, დანარჩენი ყველაფერი გასაგებია, ტყუილებიც და სხვა რამეც, მაგრამ პირადი შეურაცხყოფის ეს უკიდურესი ფორმა, უზრდელობის გარდა ამაზრზენობა და წარმოუდგენელი თავხედობაც არის. ასე ვისაც აქამდე მიმართავდი, იმათთან გააგრძელე. შენთან თავს რადგან არავინ იყადრებს და პასუხს არ გცემენ-ხოლმე, როგორც ჩანს, ძალიან მიეჩვიე. ისტერიკაში ისე არ უნდა ჩავარდე, კონტროლი დაკარგო და უკადრებელი იკადრო“ – წერს ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, გვარამიას ასევე კრიტიკული პოსტებით გამოეხმაურნენ „იმედის“ სხვა ჟურნალისტებიც.
შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა და “იმედის” ჟურნალისტები გააკრიტიკა.