ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანზე “ნაცმოძრაობის” და “ოცნების” ორი აქტივისტი დააკავეს

ბათუმში  “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” ორი აქტივისტი  დააკავეს. – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული დაკავება ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანზე “ნაცმოძრაობის” და “ოცნების” აქტივისტების ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა.

თვითმხილველების თქმით კი , 21-ე საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების” მხარდამჭერები მიკროავტობუსებში ისხდნენ და უბანზე მისული მოქალაქეების სიებს ადგენდნენ.

აღნიშნული ფაქტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტმა ტელეფონით დააფიქსირა, რაზეც სიტყვიერი და მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 

იტვირთბა....