ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“”არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებმა ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენება სცადა” – რა ხდება ისნის ერთ-ერთ საარცევნო უბანზე

“არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ერთ-ერთმა სცადა ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა ჩემთვის,” – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა “ტვ-პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

როგორც საკრებულოს წევრი აცხადებს, რეგიონებიდან ჩამოსულ პოლიციელებს ისნის მაჟორიტარს მისცენ ხმა.

მისივე განმარტებით, ამის გამო, კომისიის წევრებთან პროცესში მოხდა დაპირისპირება და ერთ-ერთმა პირმა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა.

“78-ე უბანი არის ისანში, სადაც არის 380-კაციანი სპეციალური სია. პოლიციელები, რომლებიც საკუთარ მოვალეობას ასრულებენ, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. როდესაც ეს პოლიციელები არიან ჩამოსული რეგიონებიდან, გურჯაანიდან, თელავიდან, კახეთიდან, კასპიდან, ამ პოლიციელებს აძლევენ კომისიის წევრები საშუალებას, ადიგენის მოსახლეობამ ისნის მაჟორიტარს მისცენ ხმა. ეს 380 ხმა ქართულ ოცნებას ისე უჭირს, რომ ამის იმედად არის. ეს არის უპრეცენდენტო გაყალბება, ესაა კანონის უხეში დარღვევა.

“საარჩევნო კოდექსი თავზე გადაიხიეს და ცდილობდნენ ჩვენთისაც გადაეხიათ, რისი საშუალებაც არ მივეცი და ამ არ მიცემის პროცესმა გამოიწვია ის, რომ დაირაზმნენ გარეთ მყოფი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ერთ-ერთმა სცადა ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა ჩემთვის, მათ შორის, ქართული ოცნების წარმომადგნელებსაც ეყოთ ჭკუა, არ მიეცათ ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენების უფლება”, — განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

 

იტვირთბა....