ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსით მოზარდის დაღუპვას ეხმაურება.როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ერთი კვირის წინ პაციენტს გული გაუჩერდა, თუმცა მისი გადარჩენა მაშინ შეძლეს.
“დიახ, სამწუხაროდ დღეს მოხდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვერ შევძელით და ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე. ეს პაციენტი გახლავთ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მას აღენიშნებოდა გარკვეული გართულებები, ასევე, ჩვენ გვქონდა ერთი ეპიზოდი ერთი კვირის წინ, როდესაც პაციენტს ჰქონდა გულის გაჩერება, მაშინ ექიმებმა შეძლეს და გადაარჩინეს პაციენტის სიცოცხლე, თუმცა მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე და დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ “კურიერთან”.
ცნობისათვის, დღეს კოვიდინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც მართქვით სუნთქვაზე იმყოფებოდა დღეს გარდაიცვალა.