ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და საბერძნეთში: – რას ამბობენ ქართველი ემიგრანტები?

“დაზაფრულები ვართ უკვე, არ ვიცი რა ვთქვათ. სახლები დაბზარულია,” – ამის შესახებ  ქართველი ემიგრანტი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შესახებ “პრაიმტაიმთან” საუბრობს.

როგორც თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ინტერნეტ გამომცემლობასთან აცხადებს, მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე არ დაშავებულა.

ახლაც კი უცებ ისეთი ბიძგი იყო, რომ გარეთ გამოვედით. მე და ჩემი მეგობარი ერთად ვცხოვრობთ, ისიც ქართველია. დაზაფრულები ვართ უკვე, არ ვიცი რა ვთქვათ. სახლები დაბზარულია.

საბედნიეროდ, ჯერჯერობით ქართველები ყველა კარგად ვართ. 2.51 წუთზე მოხდა მიწისძვრა. აქ 6.6 ბალს აცხადებენ“,-  აცხადებს ქართველი ემიგრანტი, ნინი იოსებაშვილი.

ამასთან, 6  მაგნიტუდის  მიწისძვრის შესახებ “პრაიმტაიმთან” საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტიც საუბრობს.

“ყველაფერი კარგად არის. მშვიდობაა. იზმირში მოხდა მიწისძვრა, ბიძგებმა ჩვენს კუნძულამდეც მოაღწია. კარგად შეგვაქანა, შევშინდით. მაგრამ მადლობა უფალს, რომ ახლა მშვიდობაა“,- განაცხადა საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა.

ცნობისთვის, გუშინ, ურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იზმირის სანაპიროსთან ახლოს, ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისძვრა საბერძნეთშიც იგრძნობოდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი.

იტვირთბა....