ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ყველაზე მაღალი აქტოვობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში ფიქსირდება – როგორია ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 19.41% შეადგინა.

მისივე განცხადებით, ყველაზე მაღალი აქტოვობა ამ დროისთვის, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა.

“12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%, რაც რაოდენობრივად 681 583  ამომრჩეველია.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა – 28.3%, ხოლო ყველაზე დაბალი ისევ აჭარის რეგიონში – 17.9%.

„აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით,  დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი. არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის როგორც გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან, ისე აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი.   გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია! კენჭისყრის კაბინები ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.

რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრებმა ბიულეტენების მოხევისას, დააზიანეს ბიულეტენი. ადმინისტრაციამ მოახდინა რეაგირება ამ ფაქტებზე და უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული რეგისტრატორების ჩანაცვლება მოხდა.“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

იტვირთბა....