ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვანის მოსახლეობას საარჩევნო უბანზე დეპუტატი ხვდება და მითითებებს აძლევს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“საარჩევნო პროცესს დიდი კამერებით იღებენ, ძალის დემონსტრირებაა და სუს–ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დავალებით ხდება, რომელიც ვანიდანაა.” – აღნიშნული განცხადება ნანუკა ჟორჟოლიანმა გააკეთა.

“სხვა რეალობაა სოფლებში, განსაკუთრებით ვანში, საიდანაცაა სუს–ის უფროსი ლილუაშვილი, თუ ცოტახანი მაინც არ ჩაეხსნება იმას, რასაც ახლა ის ვანში აკეთებს, მოენატრება გოგაშვილი–ელისო კილაძის ისტორია. პირდაპირ დემონსტრირებენ ძალას, პირდაპირ დეპუტატები არიან, ასეთი რამე არ ხდება არსად, ძალიან დიდი მნიშნველობა აქვს და ძალიან დიდ გავლენას ახდენს, როდესაც სოფლიდან ჩამოყავთ … და იქ დეპუტატი ხვდებათ, რომელიც მინიშნებებს აძლევს რა უნდა გააკეთონ, არ ხდება ესე არსად, შეხედეთ როგორ ხდება ნორმალურ სახელმწიფოში. დააყენეს თქვენზე დიდი კამერები, ვიდრე ახლა თქვენ გაქვთ, იმიტომ რომ თვალყური ადევნონ” – ამბობს ენმ–ს ნსამტრედია–წყალტუვო–ვანი–ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი.

იტვირთბა....