ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დადგება ახალი პოლიტიკური რეალობა” – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უკვე მეორედ, ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვლება. მისივე თქმით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს პარლამენტი, სადაც პოლიტიკური ინტრიგების გარდა, მოქალაქეების ხმა უნდა ისმოდეს.

“ეს არის გადამწყვეტი არჩევნები. ის რასაც თქვენ ხედავთ – რიგებს საარჩევნო უბანთან, ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ, ხელისუფლება მშვიდობიანი გზით და ხალხის ნებით შეიცვლება. ველოდები მრავალპარტიულ პარლამენტს, სადაც შედგება დებატები, კონკურენცია და ეს დებატები მისცემს შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა ისმოდეს პარლამენტში და არა პოლიტიკური ინტრიგები ერთმანეთის მიმართ. ეს იქნება მნიშვნელოვანი, ახალი ცვლილება, რადგან უკვე მეორედ მშვიდობიანი გზით საქართველოში შეიცვლება მშვიდობიანი გზით და დადგება ახალი პოლიტიკური რეალობა” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

იტვირთბა....