ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დავალება აქვთ შევიდნენ კონკრეტულ უბნებზე” – ოპოზიციის საგანგებო განცხადება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, გარკვეულ უბნებზე იგეგმება ე.წ. კარუსელების დატრიალება და “ქართული ოცნება” არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

„კაზინო „ვეგასის“ თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ შტაბისგან აქვთ დავალება, რომ განახორციელონ კარუსელები. ამ ადამიანებს ხელმძღვანელობს „ვეგასი“ ხელმძღვანელი და „ქართული ოცნებიდან“ გიორგი სალია. ამ ადამიანებს ხელზე ექნებათ სამკაულები, მაგალითად ბეჭედი, რომელიც იციან „ქართული ოცნების“ წევრებმა. ეს ადამიანები მხოლოდ „ქართული ოცნების“ კომისიის წევრებთან უნდა მივიდნენ, რათა არ მოხდეს მათი ამოცნობა. მათ დავალება აქვთ შევიდნენ კონკრეტულ უბნებზე, სადაც ყველაზე მეტად ელიან წაგებას. ესენია: ახალსოფლის უბანი, კოლხიდა, ფაიფურის უბნები, მე-9 საარჩევნო უბანი, სოფელ ოდიშში 57-ე უბანი, 106-ე უბანი ჭითაწყარში და მე-6 უბანი“ – განმარტავს წითლიძე.

ცნობისათვის, დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

იტვირთბა....