ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რა სიტუაციაა უბანზე, სადაც გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მეხუთე საარჩევნო ოლქში  დააფიქსირა.

როგორც “მეტრონომის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება პრემიერმინისტრმა ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა.

“მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპული-დასავლურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების ფასი, ღირსების. მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს. რა თქმა უნდა, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა” -ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

იტვირთბა....