ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვაქვეყნებ ფოტოსურათებს, სადაც ჯგუფების კონკრეტული წევრებია მითითებული” – კობახიძე

სხვადასხვა რეგიონში ჩამოყალიბებულია ყოფილი ძალოვნების ჯგუფები, რომლებიც წინასაარჩევნოდ პროვოკაციების და დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადებიან – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კობახიძემ ფოტოსურათებიც გამოაქვეყნა.

„დღეს უკვე ვისაუბრე, რომ კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ მიზნისთვის მათ ივნისის თვიდან, სხვადასხვა რეგიონებში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების (ყოფილ შსს-ს თანამშრომელთა, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა) ჯგუფები. ჯგუფები დაყოფილია შემდეგი პრინციპით: ოცეულები, ათეულები და მათი ხელმძღვანელები ე.წ. “სარდლები”.

რა თქმა უნდა, ამ ჯგუფების უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს, დააფინანსეს, დაგეგმეს და პროვოკაციების მოსამზადებლად უკვე განახორციელეს კონკრეტული ქმედებები.

ახალი და კიდევ უფრო დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, ეს ადამიანები არიან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ვარლამ (ვალერი) ლორთქიფანიძე, შენგელი (ვიტალი) ბექაური, არჩილ ომიაძე, ბესო ნადირაძე.

ასევე ვაქვეყნებ მოპოვებულ ფოტოსურათებს, სადაც მითითებულია ხსენებული ჯგუფების კონკრეტული წევრები. ამ სიის მსგავსად, დაჯგუფებაში ირიცხება სამასზე მეტი წევრი.”,-წერს ირაკლი კობახიძე.

იტვირთბა....