ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომღერალ, ბუბა კიკაბიძეს მიმართავს.
აღნიშნული პოსტით ბურჭულაძე, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის” შემაჯამებელ აქციაზე კიკაბიძის მიერ რუსულ-ქართულ ენებზე შერულებულ „თბილისოს” ეხმაურება.
“ჩემო ბუბა, მიყვარხარ და ვამაყობ, რომ შენთან მთელი ცხოვრების მეგობრობა მაკავშირებს!
საქართველოს პრემიერ-მინისტრს თურმე გული წყდება, რომ ბუბამ ერთ საღამოში დაკარგა ხალხის სიყვარული და რეპუტაცია. ეს არის მათი „ქართული ოცნება“, მოკლან ყველა ავტორიტეტი ქვეყანაში, მათსავით უსახური და მონა გახდეს ჩვენი საზოგადოება! ამაზე ოცნებობენ, მაგრამ ვერ ეღირსებიან!
რა მდაბიო და ბოროტი უნდა იყო, როგორი ყველაფრის მკადრებელი, რომ ბუბაზე გადავლის სურვილიც ასე ვერ დაფარო, მის მიმართაც ასეთი სიძულვილი გამოავლინო. ან რა ბრიფინგის თემა ეს არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის ვინმემ ამიხსენით!
ყველა არარაობის საყურადღებოდ! ბუბა ყოველთვის იქნება ბუბა, საქართველოს სიამაყე, ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის ნაწილი და ხალხსაც ყოველთვის უსაზღვროდ ეყვარება“, – წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.