აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინფირმაციით, არმიამ სიმხეთის ოკუპაციისგან კიდევ 9 სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
“აზერბაიჯანის ბრწყინვალე არმიამ გაათავისუფლა ჯაბრაილის რაიონის სოფლები : ხუდავერდილი, გურბანტეფე, შაჰვალადლი, ხუბიარლი; ზანგილანის რაიონის სოფლები: ალადინი და ვესნალი; გუბადლის რაიონის სოფლები : კავდადიგი, მამერი, მოლალი,“- წერს ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა აშშ-ის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც დღეს, 26 ოქტომბრიდან დილიდან ამოქმედდება.
მანამდე, 9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. ხოლო, 17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.