ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთის გზატკეცილზე “გალფის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

კახეთის გზატკეცილზე “გალფის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მიხდა.

არსებული ინფორმაციით, მძარცველმა სადგურზე მყოფ ოპერატორს ფული გამოსძალა და მიიმალა.

დამნაშავე პოლიციამ მალევე დააკავა – ის წარსულში ასევე ყაჩაღობისთვის ნასამართლევი პირია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....