მთავარი ციტატა

“ჩვენ დაღუპულების სახელით გავაგრძელებთ ბრძოლას და ხვალ გამარჯვებულები ვიქნებით, მაგრამ ცრემლიანი გამარჯვებულები”- მელია

“არის წუთები, როდესაც სიტყვა ფასს კარგავს, ვეღარაფერს ვეღარ გადმოსცემს, აღარც კი იცი, აქვს თუ არა რაიმე აზრი რაიმეს თქმას. ჩვენ მათ გარეშე, მაგრამ მათი სახელით გავაგრძელებთ ბრძოლას და ხვალ გამარჯვებულები ვიქნებით, მაგრამ ცრემლიანი გამარჯვებულები.”

ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

ცნობისთვის, 29 ოქტომბერს თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიმავალი აქციის მონაწილეების მიკროავტობუსს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს.

იტვირთბა....