საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან 12 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 285-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 37263-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19810 -ს შეადგენს.