ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქართული მარში” “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს თბილისში არ უშვებენ

“ქართული მარში” “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს თბილისში არ უშვებენ. აღნიშნულ პარტის რუსთავის გზატკეცილი ამ დროისთვის გადაკეტილი აქვთ.

როგორც “ქართული მარშის” წევრები აცხადებენ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები რუსთავის გზატკეცილს ვერ გაივლიან და თბილისში ტაშფანდურს ვერ ჩაატარებენ.

“ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ჩაატარებს თავის ტაშფანდურს, მით უმეტეს ეს არის დამნაშავე ძალა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ცდილობს, საზოგადოებას უთხრას, ჩვენ გვქონდა შეცდომები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა, დანაშაული საკუთარი ერისა და ქვეყნის წინაშე, გაყიდეს ტერიტორიები, გაყიდეს გარეჯი, გააუპატიურეს საკუთარი მოსახლეობა და ნამუსი ახადეს. დღეს ისინი გეგმავენ, რომ კვლავ მოაწყონ ტაშფანდური, თითქოს გამარჯვებული პოლიტიკური ძალაა. „ქართული მარში“ ვაცხადებთ, ვერ გაივლის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გზაზე და ვერ ჩაატარებს ტაშფანდურს”, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

იტვირთბა....