თავისუფლების მოედანზე ” ნაციონალური მოძრაობისა” და “ძალა ერთობაშიას” აქცია 18:00 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები ადგილისკენ უკვე მიემართებიან.
რუსთავიდან მომავალ კოლონას კი პროპუტინური ძალადობრივი პარტიის, ქართული მარშის წევრებმა გზა გადაუკეტეს და დაუპირისპირდნენ.
თვითმხილველების ინფორმახციით, ქართული მარშის წევრებმააქციის მონაწილეებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
კოლონა თბილისში “ნაციონალური მოძრაობისა”: და “ძალა ერთობაშიას” მიერ დაგეგმილ შემაჯამებელ აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოემართებოდა.
ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას დაგეგმილი აქციის გამო, თბილისში მოძრაობა შეიზღუდა.