ფოთში, მალთაყვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს. მომხდარი ფაქტი “მეტრონომს” შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შენობიდან კომპიუტერის 2 პროცესორია წაღებული.
გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით არის დაწყებული.