ქალაქ ნიცის საკათედრო ტაძარში ტერორისტი შეიჭრა, რომელმაც ორი ადამიანი მოკლა, მათ შორის ქალს თავი მოჰკვეთა.
სასტიკი თავდასხმა ქალაქის მერმა ტერორისტულ აქტად მიიჩნია. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან 10 წუთში დააკავეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ მან “ტვიტერზე” დაწერა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. საფრანგეთის პარლამენტამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ტერაქტში დაღუპულებს.