ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

“შესაძლოა, 2022 წლამდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდეთ”

როგორც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას შესაძლოა 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური პრესა ავრცელებს.

„თუ ვაქცინაციის კამპანიას ჩავატარებთ და 2021 წლის მეორე ან მესამე კვარტალში ჩვენ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ავცრით, ვფიქრობ, 2021 წლის ბოლომდეც ან ალბათ, სულაც შემდეგი წლის დასაწყისამდე შესაძლოა, ვერ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას“,- ამბობს ფაუჩი.

მისი თქმით, რეკომენდაციები ყველას ერთნაირად რომ შეგვესრულებინა, იმ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით, სადაც ახლა ვართ.

იტვირთბა....