ახალი ამბები მთავარი სპორტი

“დორტმუნდის” შტაბი ადასტურებს: ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა გერმანულ გრანდში გადავიდეს

საქართველოს ნაკრების ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა დორტმუნდის “ბორუსიამ” შეიძინოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ჩემპიონატი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები გერმანულ კლუბთან უკვე 1 თვეა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე კვარაცხელიას აგენტთან მიდის შესაბამისი კონსულტაციები. გერმანული გრანდის შტაბმა მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა.

“მას პირველად არ აკვირდებიან, მაგრამ ახლა საუბარი უკვე მის ყიდვაზეა დაწყებული.  თუმცა მანამდე დორტმუნდმა ფეხბურთელი უნდა გაყიდოს, რომ ხვიჩა იყიდოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრანსფერი ზამთარში შედგეს, თუმცა მოლაპარაკებები მის ყიდვაზე უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს”, – უთხრეს გამოცემას დორტმუნდში.

შეგახსენებთ, კვარაცხელია რუსეთში 2019 წელს გადავიდა. ის ჯერ მოსკოვის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა იჯარის წესით, შემდეგ კი კარიერა “რუბინში” გააგრძელა.

 

იტვირთბა....