“გამოვავლინეთ რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც არიან მიწერილი სხვის საცხოვრებელ ფართზე. ოჯახებში, სადაც მათ არ იცნობენ, მათი სახელი და გვარი არ გაუგიათ და ეს ხალხი არის გამზადებული მასალა კარუსელისთვის. ყველა ეს ადამიანი, არის იდენთიფიცირებული აბსოლუტურად, მათი ფოტოები მოპოვებული გვაქვს, და ყველა მათგანს ველოდებით იმ საარჩევნო უბნებთან, სადაც ეს ადამიანები არიან მიწერილი ხელოვნურად, კარუსელის დასატრიალებლად. თქვენ კარუსელს კი არა, ვერც სკამს ვერ დაატრიალებთ, ვერც ერთ საარჩევნო ოლქში.”
მურთაზ ზოდელავა – გაერთიანებულო ოპოზიციის ფოთის ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამის შესახებ ზოდელავამ ბრიფინგზე განაცხადა.